სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
1011131516
17182023
242526272930
31 

2017-12-19 - ბიუროს სხდომა

19 დეკემბერს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

2.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ზურაბ ხარებავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

8.პეტიცია–მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ყოველთვიური მოვლის ხარჯების ოდენობის განსაზღვრა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება.

       /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

9.პეტიცია–მარტვილის მუნიციპალიტეტში, მეურნეობის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ.

 /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხებიდან პირველი შვიდი საკითხი გავა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც გაიმართება 22 დეკემბერს, 14:00 სთ–ზე. რაც შეეხება მე–8 და მე–9 საკითხების, იგი გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერს. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00