სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
1011131516
17182023
242526272930
31 

2017-12-22 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

22 დეკემბერს, 14:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.
სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი მედია და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
       /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

2.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

3.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.  მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

8.ქ. მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ზურაბ ხარებავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.

         /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00