სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
1011131516
17182023
242526272930
31 

2017-12-28 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

27დეკემბერს, 10:30 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და მარტვილის მერიის წარმომადგენელი ბონდო თოფურია ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

 

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.2018 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო  მოხელეთა  თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ რეგისტრაციის შესახებ.

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00