სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123456
789101113
141617181920
21242527
2931 

2018-01-22 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

18 იანვარს, 16:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

  /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს 

აპარატის მოსამსახურეთა  თანამდებობების  რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებში თავმჯდომარის მოადგილის არჩევის თაობაზე.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

/თანამომხსენებელი-რამაზ ხურცილავა, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/ 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00