სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123456
789101113
141617181920
21242527
2931 

2018-01-28 - მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზა გაიხსნა

28 იანვარს მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზა საზეიმოდ გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო სკოლის ბაზის რეაბილიტაცია და ხეოვნურ საფარიანი მოედნის მოწყობა, რომელიც 500 მაყურებელზეა გათვლილი დასრულებულია და  28 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას   ლევან კობიაშვილი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;  შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე;
ოთარ დანელია - მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი; ლევან  შონია  სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი ; რომან ფიფია - ,,დინამო“  თბილისის პრეზიდენტი; ალექსი გაბისონია - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ალექსანდრე ახვლედიანი - მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; ალექსანდრე გრიგალავა - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი და ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მარტვილის საფეხბურთო ბაზაზე, მარტვილის საფეხბურთო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს „დინამო“ თბილისის აკადემია. დღეს მარტვილში ბაზის გახსნასთან ერთად, „დინამოსთან“ თანამშრომლობას ჩეაყარა საფუძველი, „დინამოს“ აკადემიას მარტვილიში, მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა უხელმძღვანელებს.

საფეხბურთო სკოლის მშენებლობა განხორციელდა ,,მუნიციპალური განვითარების ფონდი"-ს მეშვეობით და ,,ევროპის საინვესტიციო ბანკი"-ს დაფინანსებით, რომლის ღირებულებამ 732.223 ლარი შეადგინა, საბოლოო ჯამში კი ბაზისა და საფეხბურთო მოედნის მოწყობისთვის 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00