სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 123456
789101113
141617181920
21242527
2931 

2018-01-30 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

30 იანვარს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთინო ბაჩილავა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/  მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; (მერიის სამსახურის დებულებებში ცვლილება)
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ; (საკრებულოს  კომისიების  და აპარატის დებულებებში ცვლილება)
    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
    /თანამომხსენებელი – რამაზ ხურცილავა, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე /   
5.2017 წლის დეკემბრის თვეში მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ;
    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
8.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
   /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
   /თანამომხსენებელი – ქეთინო ბაჩილავა, მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი/
9.სხვადასხვა

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00