სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
467810
111214151617
182021222324
25262728 

2018-02-09 - \"მწვანე რეგიონები\"–ს წარმომადგენლებთან შეხვედრა

8 თებერვალს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია არასამთავრობო ორგანიზაცია     „მწვანე რეგიონები“–ს წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავიანთი განხორციელებული პროექტი წარმოადგინეს  და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმადაც საკრებულოში უნდა შეიქმნას  ენერგო ეფექტურობის საკითხთა კომისია.

არასამთავრობო ორგანიზაცია     „მწვანე რეგიონები“ გარემოსდაცვითი პროექტების ფარგლებში ახორცილებს პროექტს "ენერგოეფექტურობა, ადგილზე სამოქალაქო ქსელის შექმნა". 

პროექტის მიზანია მოახდინოს გადაწყვეტილების მიმღები პირების და მოსახლეობის ინფორმირება ენერგოეფექტური საშუალებების შესახებ. რითაც  ხელი შეეწყობა  მშენებლობის სწორად დაგეგმვას, საცხოვრებელი ფართების უკეთ დათბუნებას საზოგადოების სოციალურ ეკონომიური ფონის გაუმჯობესებას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით თემებზე მომუშავე  ორგანიზაციების გაძლიერებას.

შეხვედრას, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ვიცე მერი დავით სურმავა, საკრებულოს წევრები და საკრებულოსა და  მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00