სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
467810
111214151617
182021222324
2527 

2018-02-28 - საკრებულოს სხდომათა დარბაზში რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა

ამა წლის 28 თებერვალს მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის და სამოქალაქო ლიდერები.

შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. 

პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში მოხდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიუონულ ჰაბისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმების განხილვა, რომელიც შემუშავდა ზუგდიდში 2017 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ჰაბის პრეზენტაციის მონაწილეებმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია “ათინათის” მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 

2020 წლის ბოლომდე, 5,07 მილიონი ევროს ბიუჯეტით (ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 3,8 მილიონ ევროს) განხორციელდება 110 აქტივობა, გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80–მდე ქვეგრანტი და 2500–ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჩაერთვება დაგეგმილ აქტივობებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00