სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
4678910
1112131415
18202324
252627282931

2018-03-16 - მის და მისტერ მარტვილი 2018

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და BEST MODELS-ის ორგანიზებით , მის და მისტერ მარტვილი 2018-ის ფინალური ეტაპი გაიმართა.

16 მარტს, 18:00 სთ-ზე, მარტვილის კულტურის სახლის დარბაზში, მის და მისტერ მარტვილი 2018 -ის გამარჯვებულები გამოავლინეს. კონკურსში, სამ ასაკობრივ კატეგორიაში,  25 მდე მოზარდი იღებდა მონაწილეობას.

კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა: ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე, მომღერალი დათუნა მგელაძე, მსახიობი მარინა დარასელია, მხარდამჭერი კომპანიის, სილამაზის სალონის კალას წარმომადგენელი თეონა ხუბუა, ავეჯის სახლი ნიტას გენერალური დირექტორი მირანდა ხეცურიანი, ქ. ზუგდიდის დეფილესა და ცეკვის პედაგოგები ანჟელიკა ქარდავა და ლალო სანაძე, მისტერ ვალენტინი გიგა ყორღანაშვილი, ვიცე მისტერ ვალენტინი ვასკა ადუაშვილი,  მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი დარეჯან სხულუხია და ღონიძიების გენერალური სპონსორის სავაჭრო ცენტრი „ბუმი“-ს წარმომადგენელი ანა ჭიჭაღუა.

ღონისძიებას კონკურსის ორგანიზატორი კახი ხაბეიშვილი უძღვებოდა.

ჟიურის წევრებმა, სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები  სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს და დაასახელეს მის და მისტერ მარტვილი 2018 წლის გამარჯვებულები. მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში მის მარტვილი 2018  ემა გაბისონია გახდა, ხოლო მისტერ მარტვილი 2018-ის წოდება შოთიკო გვაზავას ერგო.

გამარჯვებულები სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გენერალურმა სპონსორმა, სავაჭრო ცენტრმა „ბუმი“ ყველა მონაწილეს საზეიმო ვახშმის მოსაწვევი გადასცა, ხოლო კონკურსის ორგანიზატორებმა ყველა მონაწილე,  თბილისში დეფილეში მონაწილეობის მისაღება  მიიწვია. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00