სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
4678910
1112131415
18202324
252627282931

2018-03-22 - ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას

21 მარტს 18:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, აბაშის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს „მექანიზაციის ცენტრში“ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლი საორგანიზაციო შტაბის პრეზენტაცია  გაიმართა.  

შეხვედრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მუნიციპალიტეტის დეპუტატები, მერის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები იმყოფებოდნენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებსა და ტექნიკაზე პრეზენტაცია, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ წარუდგინეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მავნებლების გარეთ გასვლამდე მოხდეს მათი წინააღმდეგ ბრძოლა ოჯახებში, მოსახლეობის მხრიდან. მავნებელთან ბრძოლის პროცესში უნდა ჩაერთოს სხვადასხვა სტრუქტურა, მოსახლეობის ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით.

მავნებლის აქტიური წამლობა დაიწყება აპრილის თვიდან ტექნიკის მეშვეობით. მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებულია ათამდე ტექნიკა, რომელიც მარტო ამ მუნიციპალიტეტს მოემსახურება საჭიროებისამებრ.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სპეციალური ტექნიკა, გაეცნენ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის გამოყენების ინსტრუქციას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00