სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
4678910
1112131415
18202324
252627282931

2018-03-22 - წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანმა საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად მარტვილის ბაზრის მიმდებარე, მდინარის პირა ტერიტორია,  პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან  და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სხვადასხვა სამსახურების  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

1993 წელს, 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

შეგროვებული ნარჩენების გატანა მარტვილის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00