სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5781011
121415161718
19202324
262728293031 

2017-03-02 - ბიუროს სხდომა

2 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის,  პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე  განცხადების (ტიპური) ფორმის და პეტიციის  რეგისტრაციის მოწმობის  დამტკიცების შესახებ“;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშის შეფასება 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის  ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე სოფიკო ცანავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;                                                                                                       /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

აღნიშნული საკითხები გატანილ იქნება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც გაიმართება 6 მარტს.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00