სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5781011
121415161718
19202324
262728293031 

2017-03-06 - საკრებულოს მორიგი სხდომა

6 მარტს, 12:00 საათზე მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
​/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის,  პეტიციის წარდგენის (განხილვის) თაობაზე  განცხადების (ტიპური) ფორმის და პეტიციის  რეგისტრაციის მოწმობის  დამტკიცების შესახებ“;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშის შეფასება 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.მარტვილის მუნიციპალიტეტის  ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე სოფიკო ცანავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;                                                                                                    /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.სხვადასხვა
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები დადადგენილებები.

2017-03-06 - საგაზაფხულო ღონისძიება

6 მარტს, 15:00 საათზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში 8 მარტისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება კულტურის სახლის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოდგენილი ნომრებით დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე და გაზაფხულის შემობრძანება მიულოცეს.

კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

გაზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00