სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5781011
121415161718
19202324
2627282930 

2017-03-09 - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ტრენინგი

9 მარტს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მრჩეველთა საბჭოს შესახებ გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი–„მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. ტრენინგი გამართა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა, მამუკა აბულაძემ და კონსტანტინე კანდელაკმა.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტები მიზნად ისახავენ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. იგი გამოიმუშავებს იმ საჭირო იარაღებს, კერძოდ კი მეთოდოლოგიას და ტექნიკას ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დასახმარებლად, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, რათა წინ წამოწეულ იქნას პასუხისმგებლობა, თანასწორუფლებიანობა და გამჭვირვალეობა, მოიძებნოს დიალოგის დამყარების, კონსესუსის მიღწევის გზები და ადგილი ჰქონდეს მშვიდობიან ცვლილებებს.

ტრენინგს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს   შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00