სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
5781011
121415161718
19202324
2627282930 

2017-03-13 - სოციალურ საკითხთა კომისიამ პაციენტის მდგომარეობა ადგილზე შეაფასა

13 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული, სოფელს სალხინოში მცხოვრები ილარიონ ბასილაიას განცხადების საფუძველზე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წარმომადგენლები განმცხადებლის ოჯახში იმყოფებოდნენ.

27 თებერვალს ილარიონ ბასილაიამ განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას სამედიცინო დაფინანსების შესახებ, რომლის მიხედვითაც გადასახდელი თანხა შეადგენს 6850 ლარს.

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გვილავა, კომისიის წევრი ირინა გადელია და სოფ. სალხინოს მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი გეგელია  ბასილაიების ოჯახში იმყოფებოდნენ, პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები  მოისმინეს და ადგილზე გაეცვნენ არსებულ მდგომარეობას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00