სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
24678
10131415
16171819202122
23252627
30 

2017-04-09 - 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს მარტვილში

9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს მარტვილში, 28 წლის წინ ზუსტად ამ დღეს, მიტინგის დაშლის შედეგად, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი ხელმძღვანელობდა, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა.
დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი 22 წლის აზა ადამია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვარლამ ქაჯაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

აზა ადამია გაიხსენეს და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეზოშიც, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების მიერ წაკითხულ იქნა ლექსები, ჩანახატები და შესრულდა სიმღერები. 

2017-04-09 - მარტვილში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა

2017 წლის 9 აპრილს ქ. მარტვილის ცენტრალურ პარკში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა - კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ადგილობრივი ბიზნესმენების მხრდაჭერითა და თანადგომით, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტების ავტორი მოქანდაკე - მერაბ მეტრეველი, ბიუსტის დადგმის ინიციატორი - მარტვილის საკრებულოს წევრი ირაკლი ჯამბურია. გახსნის ცერემონიალს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი - კონსტანტინე გამსახურდია, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00