სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
28
912131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-11 - \"ლეგენდა მარტვილზე\" 2017

10 ივლისს  20:00 სთ-ზე  ქ. მარტვილში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის, „ლეგენდა მარტვილზე“, გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ფესტივალი  მარტვილის მუნიციპალიტეტისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობა, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ჯგუფები იღებდნენ. ესენი არიან: საქართველო, ბულგარეთი, ლიტვა, რუსეთი და თურქეთი. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა, ქალაქის ცენტრსი საზეიმო მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი, მაყურებლის წინაშე  ფოლკლორული ნომრებით წარსდგნენ.  

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

ფესტივალი 11 ივლისს ჩხოროწყუში გადაინაცვლებს , 12 ივლისს აბაშაში გაიმართება, 13 ივლისს კი მას გორი უმასპინძლებს. დასკვნითი ღონისძიება, ფესტივალის დახურვა კი 14 ივლისს, 20:00 სთ-ზე კვლავ მარტვილში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00