სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1245
691011
13141519
2021222426
2728293031 

2017-08-03 - ბიუროს სხდომა

3 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.

სხდომაზე განიხილეს საკითხები, რომელიც გავა საკრებულოს მორიგ სხდომაზე, ორშაბათს, 7 აგვისტოს 12:00 სთ–ზე.

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

            /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის და სანებართვო მოწმობის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის  გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის  2017 წელს  საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიშის გაცნობა.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00