სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1245
69101112
131415171819
20212223242526
2728293031 

2017-08-07 - საკრებულოს მორიგი სხდომა

7 აგვისტოს 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.  ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

            /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა  და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის  გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის  2017 წელს  საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.  მარტვილის მუნიციპალიტეტის  სერგიეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე მერაბ სურმავას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.   მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ვასილ ჯიმშელეიშვილის სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

8.პირის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიშის გაცნობა.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00