სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
3569
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-07 - \"ეტალონი 2017\" მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ ინტელექტ–შეჯიბრი ჩატარდა. „ეტალონში“ მონაწილეობას 78 მარტვილელი მოსწავლე იღებდა.

შეჯიბრის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა 2016-2017 სასწავლო წლის „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“, მიხეილ კიზირიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. ასევე, კერძო სკოლა „სხივს“ „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

„მარტვილის ეტალონი მოსწავლის'' ტიტული, გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეს,  მარიამ კანკიას  მიენიჭა.

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი სოფო გაბისონია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი უფროსი მაკა გულორდავა, სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00