სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
467810
111214151617
182021222324
2527 

2018-02-02 - საკრებულოს ბიუროს სხდომა

2 თებერვალს, 13:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. ბიურომ სხდომამ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გასატანი საკითხები დააგინა, რომელიც ორშაბათს, 5 თებერვალს, 1200 სთ–ზე გაიმართება.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხებია:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
   /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2018 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ოქტომბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
   /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/  

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00