სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
467810
111214151617
182021222324
25262728 

2018-02-05 - საკრებულოს მორიგი სხდომა

5 თებერვალს, 12 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივი მედია და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

 

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

              /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2018 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ოქტომბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

      /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების (5 კომისია) პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

        /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

სხდომაზე მიიღეს შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00