სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
4678910
1112131415
18202324
252627282931

2018-03-05 - საკრებულოს მორიგი სხდომა

5 მარტს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.

სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ბაჩილავა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, დაინტერესებული პირები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდები საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების ანგარიშის შეფასება 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

  • მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტისა და 2016 წელს ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 0100) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვა;

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

     /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00