სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13467
8101214
15172021
222324262728
2930 

2018-04-02 - საკრებულოს მორიგი სხდომა

2 აპრილს, 12:00 სთ–ზე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 აპრილის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.,,მარტვილის  მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  თანამდებობის  პირთა და  საკრებულოს აპარატის  მოსამსახურეთა    თანამდებობების  რანგირების,  თანამდებობრივი  სარგოების ოდენობების განსაზღვრის და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
8.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
9.სხვადასხვა.

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

2018-04-02 - საინფორმაციო შეხვედრა დეპუტატებთან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის ინიციატივით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია, სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების შესახებ, რომელიც დეპუტატებს, მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე ნაროუშვილმა წარუდგინა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმირება მიმდინარე სახელწიფო პროგრამებისა და ამ მიმართულებით მარტვილის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების თაობაზე.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს წევრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00