სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
36789
101113141516
17181920212223
24252627282930

2018-06-01 - მარტვილში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებმა, თანატოლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო კონცერტით მიულოცეს. ღონისძიებაზე, ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00