სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
36789
101113141516
17181920212223
24252627282930

2018-06-02 - „რა? სად? როდის?“ მარტვილში

2 ივნისი 13:00 სთ-ზე, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს თანადგომითა და მარტვილის საგანამანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

პროეტქ „ინტელექტის დღე- 2018“ ის ფარგლებში, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის ეტაპში  74 მუნიციპალიტეტში ერთდროულად გაიმართა.

პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება.

მარტვილში, ინტელექტუალური თამაში მიყავდა „რა? სად? როდის?“ წარმომადგენელს ბიძინა ყალიჩავას, ჟიურის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ - მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის ოთარ დანელიას ბიუროს თანამშრომელი სოფიო გაბისონია და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა.

კონკურსის მონაწილეებმა 30 შეკითხვას გასცეს პასუხი.  მარტვილის „რა? სად? როდის? 2018 “ -ის  გამარჯვებული კერძო სკოლა „სხივი“ გახდა, რომელმაც ჯამში 13 ქულა დააგროვა და  მარტვილის სახელით  შემოდგომის ეტაპში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 6 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00