სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
4678
9101112131415
161718192122
232427
 

2018-09-03 - საკრებულოს მორიგი სხდომა

3 სექტემბერს 13:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

 

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობების განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შენიშვნებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის დაბრუნების თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების   შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის ანგარიშის მოსმენა და შეფასება.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2018 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №103 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.სხვადასხვა

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00