სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
35679
101213141516
17181920212223
24262728 

2019-02-04 - საკრებულოს მორიგი სხდომა

   

    4 თებერვალს, 12:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა. 
    სხდომას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/ დარეჯან ხუნწელია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
         /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.   ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
        /მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

3.,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების პროცედურული წესის დამტკიცების თაობაზე;
       /მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
         /მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/

5.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  სამსახურებისთვის 2019 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ყოველთვიური ლიმიტების განაწილების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №30 დადგენილების ბათილად გამოცხადების შესახებ. 
      /მომხსენებელი-დარეჯან ხუნწელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მ/შ/

 

 

    

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00