სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
35679
101213141516
17181920212223
24262728 

2019-02-11 - საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

11 თებერვალს 13:00 სთ–ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა რომელსაც საკრებულოს თავმჯომარე ალექსი გაბისონია ხელმძღვანელობდა.
საკრებულომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/ 
2. ,,2019 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №56 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი–ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი/ 
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ქეთევან ბაჩილავა, მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/ 
საკრებულომ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.

ჩვენი მისამართია:
3100, ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, №10
E-mail:martvili.mun@gmail.com 
Tel: 577 95 92 00

ცხელი ხაზი: 577 95 92 00